„მანჩესტერ იუნაიტედი“ დომინიკ ლივაკოვიჩის შეძენას აპირებს #1TVSPORT

14:56, 30.04.2023

„მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს, გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს ზაგრების „დინამოსა“ და ხორვატიის ნაკრების მეკარის, დომინიკ ლივაკოვიჩის შესაძენად, – ამის შესახებ დაწერა ხორვატულმა გამოცემა Sportske Novosti-მ.

28 წლის ლივაკოვიჩს „დინამოსთან“ 2024 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი. მისი სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.

ლივაკოვიჩი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო და გუნდს პენალტების ორ სერიაში მოაგებინა.

მსგავსი