„რაიო ვალეკანოსა“ და „ატლეტიკის“ მატჩი გულშემატკივრების პროტესტის გამო ჩაიშალა [ვიდეო] #1TVSPORT
ლა ლიგაში გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანოსა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ შეხვედრა გულშემატკივართა პროტესტის გამო ჩაიშალა.
ესპანეთის ჩეპიონატის მე-8 ტურის დაპირისპირებაში ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო. კლუბის პრეზიდენტისა და მენეჯმენტის მუშაობით უკმაყოფილო „რაიო ვალეკანოს“ ქომაგები, კლუბის პრეზიდენტ რაულ მარტინ პრესას გადადგომას ითხოვდნენ.
გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია წინასწარ დაგეგმეს და მატჩის მე-13 წუთზე მოედანზე ასობით ქაღალდის თვითმფრინავი, პლასტმასის ფერადი ბურთები, საკვები და სავარძელიც კი ისროლეს. თამაში პირველად სწორედ ამ დროს შეჩერდა. მოგვიანებით გუნდები მოედანზე დაბრუნდნენ, თუმცა პროტესტის გაგრძელების, ნივთების ხელახლა სროლისა და ულტრასების მხრიდან მოედანზე შეჭრის მცდელობის გამო, მსაჯმა მატჩი საბოლოოდ ჩაშლილად გამოაცხადა.
ეს მიმდინარე წლის მაისის შემდეგ „რაიო ვალეკანოს“ პირველი ოფიციალური საშინაო მატჩი იყო საკუთარ სტადიონზე, რადგან არენა მანამდე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაკეტილი იყო. ლა ლიგა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მატჩის დარჩენილი დროის გამართვის თარიღსა და სანქციების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
👀 Así ha sido el momento en el que los aviones de papel han caído sobre el terreno de juego en Vallecas.
👉 El partido ha tenido que pararse más de 10 minutos. https://t.co/WpJYyglxI6
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) October 10, 2026