თვითმფრინავის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინების გამო ბრიუსელის შარლერუას აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, რეისების მიღება და გამგზავრება ამ დროისთვის განახლებულია
თვითმფრინავის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინების გამო ბრიუსელის შარლერუას აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, რეისების მიღება და გამგზავრება ამ დროისთვის განახლებულია

„რაინეარის“ თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების გამო ბრიუსელის შარლერუას აეროპორტმა მუშაობის შეჩერების შემდეგ რეისების მიღება და გამგზავრება განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პორტუგალიიდან მომავალ რეისზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება აეროპორტის ადმინისტრაციამ ადგილობრივი დროით დაახლოებით 11.00 საათზე მიიღო.

ბომბის არსებობის შესახებ ცნობის გამო, აეროპორტის ხელმძღვანელობამ თვითმფრინავი აეროპორტის ტერიტორიაზე იზოლირებულ ზონაში დასვა და 500-მეტრიანი უსაფრთხოების პერიმეტრი მოაწყო. შემოწმების შემდეგ აეროპორტმა მუშაობა განაახლა.