„რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბრიტანეთის საჰაერო მოძრაობის ოპერირების ხელმძღვანელობას ფრენების მასობრივ გაუქმებაში ადანაშაულებს და ზარალის ანაზღაურებისთვის სასამართლოში საჩივარი შეაქვს

15:48, 10.09.2026

ავიაკომპანია „რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლირი დიდ ბრიტანეთში ავიარეისების მასობრივ გაუქმებაში ბრალს ბრიტანეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ოპერირების ხელმძღვანელობას (NATS Holdings) ადანაშაულებს.

მისივე თქმით, NATS Holdings-ი, რომელიც ბრიტანეთის მთავარი საჰაერო მოძრაობის მართვის კომპანიაა, ფრენების შეჩერებასა და გადადებასთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებს.

როგორც ო’ლირმა აღნიშნა, „რაინეარს“ განუცხადეს, რომ შეფერხება გამოწვეული იყო ფრენების გეგმის გაუმართაობით, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ მიზეზი კომპანიის მენეჯმენტია.

„NATS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ როლფმა გვითხრა, რომ ეს იყო ფრენის კიდევ ერთი გაუმართავი გეგმა. ახლა მარტინ როლფი უარყოფს ამას. მე მჯერა, რომ ის საკუთარი ტყავის გადასარჩენად ცრუობს“, – განაცხადა მაიკლ ო’ლირმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ „რაინეარი“ NATS-ს ლონდონის უმაღლეს სასამართლოში უჩივის და მოითხოვს, კომპანიას 7 მილიონი ფუნტ სტერლინგის ზარალი აუნაზღაუროს.

ცნობისთვის, 8 და 9 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.

მსგავსი