რაიმონდს ვეიონისი - საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საუკუთესო ქვეყანაა
რაიმონდს ვეიონისი - საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საუკუთესო ქვეყანაა

საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საუკუთესო ქვეყანაა, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა, ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლისთავს. ეს შესანიშნავი პლატფორმაა მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მოსამზადებლად ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ამ ფორმატში, თუმცა განვითარების სხვადასხვა დონეებიდან გამომდინარე, ფორმატი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი იქნება შესაძლებლობა, განისაზღვროს, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ მხრივ.

„სავაჭრო ხელშეკრულება, ასოცირების შეთანხმება ამ ფორმატის შედეგია, რაც ნიშნავს, რომ მას მომავალი აქვს“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი