რაიმე ტიპის გარიგებაზე ან ზეწოლაზე საუბარი სრული აბსურდია - სდსს დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება
რაიმე ტიპის გარიგებაზე ან ზეწოლაზე საუბარი სრული აბსურდია - სდსს დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს პირადი ურთიერთობა აკავშირებს ბევრ ადამიანთან, მათ შორის ლევან ყიფიანთან და, შესაბამისად, არაფერია სკანდალური იმაში, რომ მათ შორის არსებობს კომუნიკაცია, – ამის შესახებ “პირველ არხს” სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრის დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადეს, რომელშიც ანზორ ჩუბინიძე არის ნახსენები.

„რაც შეეხება დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსს, სრული აბსურდია რაიმე ტიპის გარიგებაზე ან ზეწოლაზე საუბარი. ამ თემაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,” – განაცხადეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.