რაიან შერკიმ „ლიონიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
რაიან შერკიმ „ლიონიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„ლიონის“ ნახევარმცველმა, რაიან შერკიმ გამოაცხადა, რომ დატოვებს კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლიონმა“ „ანჟერსს“ 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში 21 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ვფიქრობ, ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი „ლიონში“. ფრთხილად ვარ, რადგან ვიცი, რა გავიარე გასულ ზაფხულში. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვამაყობ იმით, რაც „ლიონისთვის“ გავაკეთე“, – მოჰყავს შერკის სიტყვები გაზეთ L’Equipe-ს.

რაიან შერკი „ლიონის“ აღზრდილია. 2024-25 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.