რაიან შერკი საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს - დიდიე დეშამმა „ოთხთა ფინალისთვის“ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გამოაცხადა 25-კაციანი შემადგენლობა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“. მთავარი სიახლე ის არის, რომ ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს „ლიონის“ შემტევი რაიან შერკი.
მეკარეები – ლუკა შევალიე (ლილი), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ბრის სამბა (ლანსი);
მცველები – ლოიკ ბადე (სევილია, ესპანეთი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), ლუკა დინი (ასტონ ვილა, ინგლისი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ბენჟამინ პავარი (ინტერი, იტალია), ლუკა ერნანდესი (პარი სენ-ჟერმენი), მალო გუსტო (ჩელსი, ინგლისი), პიერ კალულუ (იუვენტუსი, იტალია), კლემან ლანგლე (ატლეტიკო, ესპანეთი);
ნახევარმცველები – უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი), ადრიენ რაბიო (მარსელი), მატეო გენდუზი (ლაციო, იტალია), ორელიენ ჩუამენი (რეალი, ესპანეთი), მანუ კონე (რომა, იტალია).
თავდამსხმელები – უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), კილიან მბაპე (რეალი, ესპანეთი), რანდალ კოლო მუანი (იუვენტუსი, იტალია), ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, გერმანია), დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი), რაიან შერკი (ლიონი).
ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთი 5 ივნისს შტუტგარტში ესპანეთს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია და გერმანია ითამაშებენ.