„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი რაიან გიგზი ამბობს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერმა წარმატებული ტრანსფერები განახორციელა.
„ვერ გიპასუხებთ შეკითხვას მათი ურთიერთქმედების შესახებ, სანამ ისინი ერთად თამაშს არ დაიწყებენ. თუმცა, კარგ ფეხბურთელს მაღალი დონის პარტნიორებთან თამაში არ უნდა გაუჭირდეს. პოგბას და ფერნანდეშს კარგი თვისებები აქვთ და მთავარი შეკითხვაა, რამდენად მოახერხებენ ისინი ერთმანეთის შევსებას“, – მოჰყავს გიგზის სიტყვები „სკაი სპორტს“, – „საერთოდ, სოლსკიაერის ტრანსფერები წარმატებული გამოვიდა. ის იწვევს არა მხოლოდ კარგ ფეხბურთელებს, არამედ კარგ ადამიანებსაც“.
შეგახსენებთ, რომ რაიან გიგზი მანჩესტერ იუნაიტედში 1990-2004 წლებში თამაშობდა.