„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი რაიან გიგზი იმედოვნებს, რომ გუნდი წარმატებით ჩაატარებს გასვლით მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“. პირველ შეხვედრაში, „ოლდ ტრაფორდზე“, მანჩესტერელები დამარცხდნენ ანგარიშით 0:1.
„მე ძალიან კმაყოფილი ვარ „მანჩესტერის“ ბოლო 4-5 თამაშით, განსაკუთრებით მეორე ტაიმებში“, – ციტირებს AFP გიგზს. – „ყველა გულშემატკივარს შესტკივა გული გუნდზე. „იუნაიტედმა“ აჩვენა, რომ შეუძლია ნებისმიერ გუნდთან პაექრობა. თუ თამაშს 45 წუთი ითამაშებ, ამ შემთხვევაში არაფერი გამოვა. საჭიროა 90-წუთიანი კარგი თამაში, რისთვისაც „მანჩესტერს“ მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს“.