რაგიმ ასკეროვის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობაში“ პროვოკაციას უწოდებენ
რაგიმ ასკეროვის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობაში“ პროვოკაციას უწოდებენ

მარნეულში საკრებულოს წევრის რაგიმ ასკეროვის დაკავებას „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ პროვოკაციას უწოდებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

როგორც პარტიის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ასკეროვს მარნეულის საკრებულოში არ აქვს ისეთი თანამდებობა, რომ მოქალაქეები დაასაქმოს.

მისივე განცხადებით, მან თანხა ისესხა და ქრთამი არ აუღია.

„საქმე გაქვს აგენტ პროვოკატორის გამოყენებით „ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოკაციის მოწყობასთან გვაქვს, ჩვენ ამ ბრძოლაში გაათმაგებული ძალისხმევით ვიქნებით წარმოდგენილები“, – განაცხადა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგიმ ასკეროვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საკრებულოს წევრია, რომელიც ორი დღის წინ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.