რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

23:35, 14.11.2026

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან 17:20 წააგო.

უმცროსმა „ბრჯღალოსნებმა“ ესპანელებს ორი ლელო დაუდეს (ხონელიძე, ბერუაშვილი), ჭაკუამ ორივე გარდასახა და ერთი ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ მოსაგებად და ტიტულის დასაბრუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ესპანეთმა კი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მსგავსი