რაგბიში სამოყვარულო ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა
რაგბიში სამოყვარულო ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა

2018 წლის „თაჩ რაგბის“ სამოყვარულო ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა. ფინალი მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ჩატარდა. გამარჯვება წელს გუნდ „იუნკერებს“ დარჩა.

„იუნკერები“ დაძაბულ ფინალში  „Children” შეხვდნენ და 11:6 დაამარცხეს.

სამყვარულო ტურნირი „თაჩ რაგბიში“ გაიმართა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. წელს სამოყვარულო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ორმოცდაათამდე გუნდი დარეგისტრირდა. შესარჩევი თამაშები 22 და 23 სექტემბერს, ქუთაისსა და თბილისში გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს 10 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა.

საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო –

I ადგილი- 3000 ლარი
II ადგილი- 1500 ლარი
III ადგილი- 500 ლარი

სამოყვარულო ტურნირის მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.