რაგბის მსოფლიო თასზე ინგლისმა სამოას მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო თასზე, D ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები სამოას შეხვდა და, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაში აგებდა, ბოლოს მაინც მოახერხა სამოელთა წინააღმდეგობის დაძლევა და 18:17 გაიმარჯვა.
მე-18 წუთისთვის ინგლისი 8:0 იგებდა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში სამოელები უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ტაიმიც მათი გამარჯვებით დასრულდა – 14:8.
სამოა თითქმის მთლი მეორე ტაიმის განმავლობაშიც წინ იყო, მაგრამ შეხვედრის დასკვნით ნაწილში ინგლისელებმა მაინც მოახერხეს თამაშის შემობრუნება და საბოლოოდ 18:17 მოიგეს, სამოამ კი შვიდი ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის მხოლოდ ნუგეშის ქულა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში კიდის არბიტრად ქართველმა ნიკა ამაშუკელმა იმუშავა.
ინგლისი-სამოა 18:17
ლელო: ჩესუმი, კარი – აჰ-ვონგი (2).
გარდასახვა: ფარელი – სოპოაგა (2).
ჯარიმა: ფარელი (2) – სოპოაგა.