რაგბის მსოფლიო თასის ყველა მსაჯის ვინაობა ცნობილია
რაგბის მსოფლიო თასის ყველა მსაჯის ვინაობა ცნობილია

„მსოფლიო რაგბიმ“ ის 23 პროფესიონალი დაასახელა, რომლებიც 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასის 48 მატჩს განსჯიან. ტურნირი 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

მსაჯები (12) – ვეინ ბარნსი (ინგლისი), ლუკ პირსი (ინგლისი), ჯერომ გარსეზი (საფრანგეთი), რომენ პუატი (საფრანგეთი), პასკალ გოზერი (საფრანგეთი), მატიო რაინალი (საფრანგეთი), ნაიჯელ ოუენსი (უელსი), იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა), ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია), პოლ ვილიამსი (ახალი ზელანდია), ნიკ ბერი (ავსტრალია) და ანგუს გარდნერი (ავსტრალია) – ჯამში 457 ტესტი.

დამხმარე მსაჯი (7) – მეთიუ კარლი (ინგლისი), კარლ დიქსონი (ინგლისი), ენდრიუ ბრეისი (ირლანდია), ბრენდონ პიკერილი (ახალი ზელანდია), ფედერიკო ანსელმი (არგენტინა), შუჰეი კუბო (იაპონია), ალექს რუიზი (საფრანგეთი) – 130 ტესტი.

ვიდეორეფერი (4) – გრემ ჰუჯსი (ინგლისი) როუან კიტი (ინგლისი), ბენ სკინი (ახალი ზელანდია) და მარიუს იონკერი (სამხრეთ აფრიკა) – 217 ტესტი.

ვეინ ბარნსი და 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალის არბიტრი ნაიჯელ ოუენსი ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასზე მსაჯობენ, ხოლო ლუკ პირსი, მატიო რაინალი, ბენ ო’კიფი, ნიკ ბერი და ანგუს გარდნერი კი უდიდეს სარაგბო ფორუმზე პირველად იმსაჯებენ.