რაგბის მსოფლიო თასი | საფრანგეთმა ნამიბია დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მესამე ტურის შეხვედრა ჩაატარა მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც ნამიბიის ნაკრები 96:0 დაამარცხა.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რამხელა უპირატესობას ფლობდნენ ამ მატჩში ფრანგი მორაგბეები. პენომ და ოლივონმა ჰეთთრიკი შეასრუელს, ორი ლელო ბიარის ანგრიშზეა. ჯამში ფრანგებმა 14 ლელო (მათ შორის ერთი საჯარიმო ლელო) დადეს, რამოსმა კი 13 გარდასახვიდან 12 ზუსტად შეასრულა და ამ მსოფლიო თასზე ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა.

22 სექტემბერს მსოფლიო თასზე ერთი თამაშია – 19:45 საათზე ერთმანეთს არგენტინისა და სამოს ნაკრებები დაუპირიპირდებიან. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველო რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.


საფრანგეთი – ნამიბია 96:0


ლელო: პენო (3), დანტი, ოლივონი (3), ფლამენი, დუპონი, ბიარი (2), კოილუ, ჟამინე, საჯარიმო ლელო.

გარდასახვა: რამოსი (12).