რაგბის მსოფლიო თასი | პორტუგალიის ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა - ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა – პორტუგალიის ნაკრებმა ფიჯი 24:23 დაამარცხა და მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ შედეგით პორტუგალიამ საქართველოს ნაკრებსაც გადაასწრო და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

წაგების მიუხედავად, ფიჯელებმა პლეიოფში თამაშის უფლება მაინც მოიპოვეს ამ შეხვედრაში მოპოვებული „ნუგეშის ქულის“ (შვიდი ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის) წყალობით.

ამრიგად, მსოფლიო თასზე მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდა: 14 ოქტომბერს უელსი არგენტინას (19:00) შეხვდება, ირლანდია კი – ახალ ზელანდიას (23:00), ხოლო 15 ოქტომბერს ინგლისი-ფიჯი (19:00) და საფრანგეთი-სამხრეთ აფრიკა (23:00) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


ფიჯი – პორტუგალია 23:24


ლელო: ბოტია, დოგე – სტორტი, ფერნანდეში, მარტა

გარდასახვა: ლომანი (2) – მარკეში (3)

ჯარიმა: ლომანი (3) – მარკეში