რაგბის მსოფლიო თასი | არგენტინამ იაპონია ბონუსქულით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
D ჯგუფში მეორე მეოთხედფინალისტის ვინაობა იაპონიისა და არგენტინის მატჩს უნდა გამოევლინა. ამ შეხვედრამდე გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ და ერთმანეთში უნდა გაერკვიათ, რომელი გააგრძელებდა ბრძოლას მსოფლიო თასის მომდევნო ეტაპზე. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით დასრულდა – სამხრეთამერიკელებმა იაპონია ბონუსქულით, 39:27 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე უელსის ნაკრები იქნება.
შეხვედრა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, იაპონელებმა ტოლი არ დაუდეს არგენტინელებს და შეხვედრის ბოლომდე ინარჩუნებდნენ თამაშის გადარჩენის შანსს. არგენტინელთა წარმატებაში გადამწყვეტი როლი მატეო კარერასმა შეასრულა, რომელმაც სამი ლელო დადო იაპონელთა ჩათვლის მოედანში.
დღეს, 8 ოქტომბერს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, 19:45 საათზე ერთმანეთს ტონგასა და რუმინეთის ნაკრებები შეხვდებიან, სათამაშო დღეს კი C ჯგუფში ფიჯისა და პორტუგალიის მატჩი დაასრულებს, რომელიც ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობას გამოავლენს.
იაპონია – არგენტინა 27:39
ლელო: ფაკატავა, საიტო, ნაიკაბულა – ჩოკობარესი, კარერასი (3), ბოფელი.
გარდასახვა: მაცუდა (3) – ბოფელი (3), სანჩესი.
ჯარიმა: მაცუდა – ბოფელი, სანჩესი.
არეკნი: ლემეკი.