რაგბის მსოფლიო თასი | ახალი ზელანდიის ნაკრებმა ნამიბია იოლად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, A ჯგუფის შეხვედრაში, ახალი ზელანდიის ნაკრები ნამიბიას დაუპირისპირდა და იოლად დაამარცხა – 71:3.

ამ შეხვედრაში ფავორიტად ახალი ზელანდიის ნაკრები იყო მიჩნეული და მან ეს სტატუსი სრულიად გაამართლა – ზელანდიელებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, მათ მეტოქეს ექვსი ლელო დაუდეს და ბონუს ქულა თავიდანვე გაინაღდეს. ჯამში კი „ოლ ბლექსმა“ 11 ლელო დადო, რომელთაგან მაკენზიმ რვა ზუსტად გარდასახა. ნამიბიელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ, შეხვედრა ზელანდიელთა გამარჯვებით დასრულდა.

16 სექტემბერს მსოფლიო თასზე სამი შეხვედრა გაიმართება. დღის პირველ მატჩში, 17:00 საათზე, ერთმანეთს სამოასა და ჩილეს ნაკრებები შეხვდებიან, 19:45 წუთზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები, უელსისა და პორტუგალიის გუნდები ითამაშებენ, სათამაშო დღეს კი, 23:00 საათზე, ირლანდიისა და ტონგას ნაკრებების მატჩი დაასრულებს.

შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.


ახალი ზელანდია – ნამიბია 71:3


ლელო: როიგარდი (2), მაკკენზი (2), ფაინგა’ანუკუ, ლიენერტ ბრაუნი, დე გროოტი, პაპალი, ჰავილი, კლარკი. იოანე.

გარდასახვა: მაკკენზი (8)

ჯარიმა: – სვანეპული