რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ტოკიოში ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა

14:03, 02.10.2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

შემდეგი მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის ოსაკაში 3 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც კვლავ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო.

მატჩი ფიჯის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.

ამჟამად, ერთი წაგებითა და ერთი მოგებით, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და 3 ოქტომბერს ფიჯის დამარცხების შემთხვევაში ამ პოზიციას გაინაღდებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ადგილს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე დაიბევებენ.

მსგავსი