რაგბის კავშირში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
რაგბის კავშირში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, რომ რაგბის კავშირში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მას ინტენსიური დახმარება არ სჭირდება.

„დღეს 13:25 საათზე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ შემოყვანილ იქნა 32 წლის მამაკაცი, მარცხენა წვივის მიდამოში ცეცხლსასროლი ჭრილობით. პაციენტი სტაბილურია, ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევა. ამჟამად გადაყვანილია საოპერაციოში. ჩაუტარდება მცირე ქირურგიული ჩარევა, მოხდება ჭრილობის რევიზია და უცხო სხეულის ამოღება. არ ვლინდება ძვლების დაზიანება. არის სტაბილური, მცირე ქირურგიული ჩარევის შემდგომ გადავა ქირურგიულ განყოფილებაში. გონზე იმყოფებოდა, არც მოტეხილობაა. არის მხოლოდ უცხო სხეული“, – განაცხადა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული.

რაგბის კავშირში დღეს სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა განუცხადა, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ.