რაგბის კავშირის არჩევნები - „ექსპო ჯორჯიასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული [ფოტო] #1TVSPORT
რაგბის კავშირის არჩევნები - „ექსპო ჯორჯიასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული [ფოტო] #1TVSPORT

საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები 12 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ კანდიდატი ერთია – სოსო ტყემალაძე, თუმცა ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აანონსებდნენ, რომ არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ.

ირაკლი აბუსერიძემ 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა იგი საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

სწორედ ამიტომ, „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

დატოვე კომენტარი