„რაგბირამა“ (rugbyrama.fr) - გიგაშვილი კარიერას „ტულონში“ გააგრძელებს
„რაგბირამა“ (rugbyrama.fr) - გიგაშვილი კარიერას „ტულონში“ გააგრძელებს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „რაგბირამა“ (rugbyrama.fr) წერს, რომ ქართველი ბურჯი ბექა გიგაშვილი მომდევნო სეზონიდან „გრენობლს“ დატოვებს და კარიერას ფრანგულ გრანდ „ტულონში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 2018/2019 წლების სეზონი გიგაშვილისთვის „ტოპ 14“-ში პირველი იყო, თუმცა მან მალევე დაიმკვიდრა თავი „გრენობლის“ ძირითად შემადგენლობაში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. სამწუხაროდ, კლუბს წარუმატებელი სეზონი ჰქონდა და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.

საგულისხმოა, რომ გიგაშვილის კარგი თამაში არც „ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს გამორჩენია და მას სანაკრებო დებიუტი 2018 წელს ჰქონდა.