რაგბი | „თბილისის თასის“ მეორე ტურში „შავი ლომი“ „აირლინკ პუმასს“ შეხვდება – მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
29 სექტემბერს, „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე, „თბილისის თასის“ მეორე ტურის მატჩები გაიმართება. 17:00 საათზე „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონსა და თასის მფლობელს, „აირლინკ პუმასს“ შეხვდება.
29 მარტის თამაშების განრიგი:
14:00 | „ტოიოტა ჩიტასი“ – „იბერიანსი“;
17:00 | „შავი ლომი“ – „აირლინკ პუმასი“;
20:00 | „სუზუკი გრიქასი“ – „ლუზიტანუში“.
„პუმასთან“ მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც პირველ ტურში „გრიქასთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ (15:21), რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა.
ფულბეკმა ლუკა ცირეკიძემ მგეზავის პოზიციაზე გადაინაცვლა და ღერძზე გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. ფულბეკად თამაშს ამჯერად ოთარ მეტრეველი დაიწყებს, ხოლო ფრთაზე მის ადგილს რომა მახათაძე დაიკავებს. მეორე ფრთაზე კვლავ აკაკი ტაბუცაძეს იქნება, ცენტრში კი ლუკა ტაბატაძეს ამჯერად დემეტრე დევდარიანი შეუწყვილდება.
სრულად შეიცვალა შერკინების პირველი და მეორე ხაზი. ბურჯებად თამაშს გიგა კობახიძე და ნიკოლოზ ნარმანია იწყებენ, რომლებიც წინა შეხვედრაში განაცხადში არ იყვნენ, კვაჭად კი ვახტანგ ჯინჭარაძე დადგება. სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან მიხეილ ბაბუნაშვილი და დემურ ეფრემიძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა, განაცხადში გამოჩნდა და დამწყებთა შორისაა გიორგი ცუცქირიძე, ასევე ოთარ გიორგაძე, რომელიც „გრიქასთან“ სათადარიგო იყო.
„შავი ლომის“ შემადგენლობა:
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ნიკოლოზ ნარმანია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. მაიკლ ქარი, 21. ლეავასა პოტუ; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი.
„შავი ლომი“ „აირლინკ პუმასს“ ივნისში ტოიოტა ჩელენჯზე შეხვდა და 46:36 დაამარცხა.