რაგბი | სპანდერაშვილმა „ვალანსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ილია სპანდერაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) გუნდ „ვალანსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში კიდევ სამი წლით დარჩება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ილია სპანდერაშვილმა ჩვენს კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის უაღრესად შრომისმოყვარე მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის მზადაა გუნდისთვის ყველაფერი გაიღოს.
მას აქვს უზარმაზარი ძალა და ბუნებრივი აგრესია, რაც მოწინააღმდეგეებს ბევრ პრობლემას უქმნის. ახალ ქვეყანასა და ჩემპიონატთან შეგუების შემდეგ, სპანდერაშვილი ჩვენი გუნდის ლიდერი და უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„ვალანსი“ 14 ტურის შემდეგ 47 ქულით PRO D 2-ში მე-2 ადგილზეა და TOP 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.