რაგბი | შველიძისა და გოგინავას ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც ორმა ქართველმა მორაგბემ ლელოებით გაიმოიჩინა თავი.

„მონ დე მარსანმა“ სტუმრად დაძაბულ ბრძლაში 29:28 „კარკასონი“ დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ლუკა გოგინავასაც მიუძღვის, რომელმაც ამ შეხვედრაში ლელო დადო.

მიმდინარე სეზონში ეს გოგინავა მეორე ლელოა. „მონ დე მარსანი“ კი 37 ქულით მე-14 ადგილზეა.

„ბრივმა“ სტუმრად იოლად, 28:9 დაამაარცხა „ანგულემი“. სტუმართებმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნეს, შემდეგ კი გიორგი შველიძის მიერ დადებული ლელოთი უპირატესობა გაზარდეს.

შველიძემაც, ისევე როგოც გოგინავამ, ამ სეზონში მეორე ლელო მიითვალა. „ბრივს“ კი 59 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.