რაგბი | „შავმა ლომმა“ ახალი სეზონის პირველი მატჩი „ბენეტონთან“ გამართა #1TVSPORT

23:09, 12.09.2026

„შავმა ლომმა“ ახალი სეზონი თბილისში, იტალიურ „ბენტონთან“ საწვრთნელი მატჩით გახსნა და 14:36 დამარცხდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, „შავმა ლომმა“ დაწინაურება კი მოახერხა, ტაბუცაძის მიერ დადებული ლელო ცირეკიძემ გარდასახა, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლო წუთზე იტალიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს და ტაიმი 10:7 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარი იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, რაც სტუმრებმა ანგარიშშიც ასახეს, ოთხი ლელო დადეს, რასაც „შავმა ლომმა“ მხოლოდ ერთით უპასუხა (ხელაძის ლელო მახარაძემ გარდასახა) და საბოლოოდ 14:36 დამარცხდა.

„შავი ლომი“ მომდევნო შეხვედრას ერთ კვირაში, 18 სექტემბერს გამართავს – სტურად ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონს, „ნორთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი „თბილისის თასზე“ ითამაშებს, სადაც სამხრეთაფრიკულ გუნდებთან სამ მატჩს ჩაატარებს.

მსგავსი