რაგბი | „შავი ლომი“ თბილისში სამ საერთაშორისო მატჩს გამართავს #1TVSPORT
24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო პირველად უმასპინძლებს „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპს – „თბილისის თასს“, რომელშიც ექვსი გუნდი (სამი სამხრეთაფრიკული, სამი ევროპული) მიიღებს მონაწილეობას.
„თბილისის თასზე“ ბლუმფონტეინის „ტოიოტა ჩიტაზი“, მბომბელას „აირლინკ პუმასი“, კიმბერლეის „სუზუკი გრიქასი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“ და ესპანური „იბერიანსი“ ითამაშებენ.
მატჩები „ავჭალის“ სტადიონზე 24, 29 სექტემბერს და 4 ოქტომბერს გაიმართება. თითო სათამაშო დღეს სამ-სამი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც ევროპული გუნდები სამხრეთაფრიკელებს ეთამაშებიან.
„შავი ლომი“ 24 სექტემბერს „გრიქასს“ შეხვდება, 29-ში – „პუმასს“, ხოლო 4 ოქტომბერს – „ჩიტაზს“.
თბილისის თასის სრული განრიგი:
24 სექტემბერი
14:00 – „პუმასი“ – „იბერიანსი“
17:00 – „ჩიტასი“ – „ლუზიტანუში“
20:00 – „შავი ლომი“ – „გრიქასი“
29 სექტემბერი
14:00 „ჩიტასი“ – „იბერიანსი“
17:00 – „შავი ლომი“ – „პუმასი“
20:00 – „გრიქასი“ – „ლუზიტანუში“
4 ოქტომბერი
14:00 – „პუმასი“ – „ლუზიტანუში“
17:00 – „გრიქასი“ – „იბერიანსი“
20:00 – „შავი ლომი“ – „ჩიტასი“