რაგბი | „შავი ლომი“ ბრინკანის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს „ბენეტონთან“ გამართავს – ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
12 სექტემბერს, „შავი ლომი“ ფრანგი სპეციალისტის, პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით სადებიუტო თამაშს გამართავს. „ავჭალაზე“ ის გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ ფრენჩაიზს, „ბენეტონს“ ეთამაშება – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, ორივე გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ითამაშებს. „შავი ლომის“ განაცხადში 32 მოთამაშეა, მათ შორის, დებიუტანტებიც, მათგან ორი ლეგიონერია – მაიკლ ქარი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, ლეავასა პოტუ სათადარიგოა. ჯეიმს ამაანიმ კი გუნდი დატოვა და „შავ ლომში“ აღარ ითამაშებს.
ამ მატჩის შემდეგ „შავი ლომი“ ინგლისში გაემგზავრება და 18 სექტემბერს ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონ „ნორთჰემპტონს“ შეხვდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი „თბილისის თასზე“ ითამაშებს, სადაც სამხრეთაფრიკულ გუნდებთან სამ თამაშს გამართავს.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „ბენეტონთან“:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. დემურ ეფრემიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ოთარ გიორგაძე.
სათადარგოები: დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, შოთა ხელაძე, ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ნარმანია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დავით არველაძე, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი სინაურიძე, თემურ ძოძუაშვილი, მათე მახარაძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, ოთარ მეტრეველი.