რაგბი | საქართველოს ნაკრებს კანადასთან მატჩისთვის ოთხი მორაგბე დაემატა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ტესტმატჩების სერიის მეორე თამაშს კანადასთან ჩაატარებს (პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა აშშ-ის ნაკრები 43:30 დაამარცხეს) – შეხვედრა 15 ნოემბერს ბათუმში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.
„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის, რიჩრად კოკერილის გადაწყვეტილებით, ამ თამაშისთვის გუნდს შერკინების ოთხი მოთამაშე შეუერთდება – კოკერილმა ნაკრებში გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), გიორგი ჯავახია („ტულონი“) და ნიკა სუთიძე („ლა როშელი“) გამოიძახა.
კანადასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და იაპონიასთან შეხვედრისთვის მოემზადება, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.