რაგბი | საქართველოს ნაკრების ზაფხულში ირლანდიას უმასპინძლებს #1TVSPORT

14:58, 28.12.2024

გაირკვა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე 2025 ზაფხულის ტესტმატჩების სერიაში – „ბორჯღალოსნები“ თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ. ირლანდიელები 2025 წლის ზაფხულში საქართველოს და რუმინეთს ეწვევიან – ინფორმაციას Rugbytravelireland-ი ავრცელებს.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ და ხუთივე მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2025 წლის ზაფხულში კიდევ ერთ ტესტმატჩს 19 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გამართავს.

მსგავსი