რაგბი | საქართველოს ნაკრების შეკრებას ბექა გორგაძე შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს 8 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდებთან გამართავს და მოგების შემთხვევაში 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა და, შესაბამისად, ავსტრალიის საგზურს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე ფინალისტი მიიღებს.
ნიდერლანდებთან მატჩში 15:00 საათზე დაიწყება.
მომავალი თამაშის წინ „ბორჯღალოსნების“ გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი სიახლეა – გუნდს საფრანგეთის TOP 14-ის „პოს“ მესამეხაზელი ბექა გორგაძე დაემატა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 47 მატჩში 12 ლელო მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა თბილისში შვეიცარიას უმასპინძლა და სარეკორდო ანგარიშით – 110:0 დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდები სტუმრად ესპანეთთან 24:53 დამარცხდა.