რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება #1TVSPORT

21:31, 02.11.2026

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა — ტურნირი 7-დან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ სამკვირიანი შეკრება მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე გაიარეს, ჩეხეთში კი 5 ნოემბერს გაემგზავრებიან. შემადგენლობაში 14 შერკინების და 12 ხაზის მოთამაშეა. მათ უმრავლესობას წელს უკვე ნათამაშები აქვს ექვსი ერის ფესტივალზე და სამხრეთაფრიკულ საერთაშორისო სერიაზე.

საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა:

შერკინება: ლუკა ბარბაქაძე („ხვამლი“), საბა მერებაშვილი („ლელო“), ალექსანდრე გამყრელიძე („ნარბონი“), საბა ჯიბღაშვილი („ლელო“), გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“), გეგა გიორგობიანი („ლელო“), ნიკოლოზ ხარებავა („ლოკომოტივი“), ნიკოლოზ ფანცულაია („არმია“), გიორგი ქევანიშვილი („აია“), ლუკა შულაია („ბაიონი“), გიორგი სუთიაშვილი („ლელო“), ნიკა ჯანგულაშვილი („არმია“), მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“, კაპ.), დავით ლაცაბიძე („ლოკომოტივი“);

ხაზი: გიორგი ხონელიძე („ტულონი“), ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), მათე მახარაძე („ხვამლი“), ნიკოლოზ ჩაჩანიძე („აკადემია“), ნიკოლოზ ლაგვილავა („ზუგდიდი“), მიხეილ მგალობლიშვილი („ხვამლი“), გოგა ბერიძე („ბათუმი“), ალექსანდრე მამაიაშვილი („ლელო“), ლუკა მუშკუდიანი („აია“), ბართლომე ხამაშურიძე („ტულონი“), რეზი ცხვედიანი („ხვამლი“), ლუკა ჭაკუა („ფოთი“).

ევროპის ჩემპიონატი პლეიოფის სისტემით იმართება. საქართველო 7 ნოემბერს 1/4-ფინალში პოლონეთს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი 10 ნოემბერს ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ფინალი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული და მისი საგზურისთვის, ზემოთ ნახსენები ოთხეულის გარდა, ესპანეთი (მოქმედი ჩემპიონი), ჩეხეთი, გერმანია და ბელგია იბრძოლებენ.

მსგავსი