რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აპრილში საფრანგეთში გაემგზავრება და ექვსი ერის ფესტივალში მესამედ მიიღებს მონაწილეობას, სადაც სამ თამაშს გამართავს.

ამ ტურნიზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ახალი სამწვრთნელო შტაბი უხელმძღვანელებს. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძე დაინიშნა. სამწვრთნელო შტაბს დაემატნენ შალვა მამუკაშვილი (აუტის მწვრთნელი) და ირაკლი ყიასაშვილი (შეტევის მწვრთნელი). გუნდთან ერთად რჩებიან შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთთან ჩაატარებენ, 7 აპრილს ინგლისს შეხვდებიან, ხოლო 11 აპრილს – შოტლანდიას.

ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ირლანდიის, უელსის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები.