რაგბი - რუსეთის ეროვნული ნაკრები ქართველებისგან შემდგარ კლუბების ნაკრებს შეხვდება
რაგბი - რუსეთის ეროვნული ნაკრები ქართველებისგან შემდგარ კლუბების ნაკრებს შეხვდება

რუსეთის რაგბის კავშირმა იმ გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 12 აგვისტოს რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეს „დათვები“ საქართველოს ეროვნულ გუნდს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მატჩი თბილისში პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩაიშალა. სწორედ ამიტომ, რუსეთის რაგბის კავშირმა ასეთი გამოსავალი იპოვა და ეროვნულ გუნდს რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე კლუბების ნაკრებს შეახვედრებს.

კლუბების ნაკრებში ძირითადად ქართველი მორაგბეები შედიან და მწვრთნელადაც ქართველი, გია ამირხანაშვილია დანიშნული.

ქართველი მორაგბეებიდან ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ მიხეილ ორაგველიძე, ტარიელ დონაძე, რობერტ სუთიძე, რევაზ ბროძელი და სანდრო ილურიძე.