რაგბი | რიჩარდ კოკერილი - დარწმუნებული ვარ, ირლანდიასთან ქართველი ქომაგის წყალობით დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ #1TVSPORT
რაგბი | რიჩარდ კოკერილი - დარწმუნებული ვარ, ირლანდიასთან ქართველი ქომაგის წყალობით დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისის მატჩებისთვის თბილისში შეიკრიბა. 5 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ირლანდიას უმასპინძლებენ, 12-ში სამხრეთ აფრიკაში კლუბ „ჩიტაზს“ ესტუმრებიან, 19 ივლისს კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ეთამაშებიან.

მზადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.

„შეკრების პირველი დღეა. ვივარჯიშეთ ადგილობრივი მორაგბეებით, ველით ლეგიონერებს. გვაქვს დრო ირლანდიასთან მატჩამდე.

ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, რომლის შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატის ბევრი მორაგბეა. ორი კარგი ტრადიციების გუნდის დაპირისპირება იქნება, რაც ჩვენს მორაგბეებს გამოცდილებას შემატებს.

რაგბიში დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ქომაგის წყალობით დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ“.