რაგბი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი მატჩები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

19:08, 27.09.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ და მეორე დივიზიონებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი.

TOP 14

„პომ“ საკუთარ მოედანზე „ლა როშელი“ მიიღო და 39:17 დაამარცხა. მასინძელთაგან ლელოებით თავი ბექა გორგაძემ და ლექსო ყაულაშვილმა გამოიჩინეს.

„ლა როშელში“ არ უთამაშია დავით ნინიაშვილს, ხოლო სუთიძე და ქუნთელია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს.

„კლერმონმა“ 20:6 სძლია „კასტრს“. მასპინძლებმა სამი ლელო დადეს, რომელთაგან ერთი გიორგი ახალაძის ანგარიშზეა.

PRO D2

„ბიარიცმა“ „მონტობანს“ 32:20 მოუგო. „მონტობანის შემადგელობაში დაჩი პაპუნაშვილმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

„ორიაკი“ გასვლით მატჩში დამარცხდა „პროვანსთან“ – 20:24. „ორიაკს“ ხუთი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც ერთი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.

„ოიონა“ – „ნევერი“ 56:35. მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველ მორაგბეებს მიუძღვით. ვასილ ლობჟანიძემ და ვანო კარკაძემ ლელოები დადეს, ლუკა მატკავამ კი ზუსტად შეასრულა ექვსი გარდასახვა – ჯამში ქართველი მორაგბეების ანგარიშზე 22 ქულაა.

მსგავსი