რაგბი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი მატჩები - ორი ლელო, გარდასახვები და საჯარიმოები [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მე-19 ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც ორმა ქართველმა ლეგიონერმა (ვანო კარკაძე, ირაკლი მჭედლიძე) ლელო დადო, ასევე შედეგიანი მატჩები ჰქონდათ თედო აბჟანდაძესა და დაჩი პაპუნაშვილს.
„ოიონა“ საკუთარ მოედანზე „ვანთან“ 29:32 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთი ლელო ვანო კარკაძის ანგარიშზეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მესამე ლელო მიითვალა.

„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „ვალანსი“ 32:28 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველ მორაგბეებს მიუძღვით – 32-დან 17 ქულა სწორედ მათ ანგარიშზეა – ერთი ლელო ირაკლი მჭედლიძემ (მიმდინარე სეზონში მეორე) დადო, თედო აბჟანდაძემ 2 გარდასახვა და 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო მატჩის ბოლოს დაჩი პაპუნაშვილმა ერთი ზუსტი გარდასახვა მიითვალა.
მიმდინარე სეზონში აბჟანდაძემ გუნდს 133 ქულა მოუტანა (1 ლელო, 24 ჯარიმა. 28 გარდასახვა), პაპუნაშვილის მონაგარი კი 103 ქულაა (4 ლელო, 19 ჯარიმა, 13 გარდასახვა).