რაგბი | ნიორაძის ლელო და პაპუნაშვილის ჯარიმა - „ორიაკმა“ „აჟენი“ დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი | ნიორაძის ლელო და პაპუნაშვილის ჯარიმა - „ორიაკმა“ „აჟენი“ დაამარცხა #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) 21-ე ტურის მატჩები გაიმართა.

„ორიაკმა“ საკუთრ მოედანზე „აჟენი“ 34:26 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ქართველი იყო – ირაკლი მჭედლიძე, ლუკა ნიორაძე, გიორგი ქართველიშვილი, ალექსანდრე ბურდული და დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო შეცვლაზე მიხეილ ალანია და ბასა ხონელიძე შევიდნენ. „აჟენის“ შემადგენლობაში შეცვლაზე მამუკა მსტოიანმა ითამაშა – ის მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.

„ორიაკის“ გამარჯვებაში წვლილი ქართველებსაც მიუძღვით – ლუკა ნიორაძემ ლელო მიითვალა, ხოლო დაჩი პაპუნაშვილმა ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად.

მიმდინარე სეზონში ეს ლუკა ნიორაძის მეხუთე ლელოა. „ორიაკმა“ 21 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა.