რაგბი | ნინიაშვილის ლელო ზედიზედ მეორე მატჩში - „ლა როშელმა“ „რასინგი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩამპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მე-9 ტურის ბოლო მატჩში „ლა როშელმა“ „რასინგს“ უმასპინძლა და 33:6 დაამარცხა.
„ლა როშელის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ლელოს დადება – სულ კი მიმდინარე სეზონში ნინიაშვილის ანგარიშზე ოთხი ლელოა.
მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდა ალექსანდრე ქუნთელია, „რასინგში“ კი 46-ე წუთიდან ითამაშეს გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა.
ამ მოგების შემდეგ „ლა როშელი“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, „რასინგი“ კი მეცხრე პოზიციას იკავებს.