რაგბი | ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის ჩემპიონატზე ოთხ თამაშს განსჯის #1TVSPOR
2 თებერვალს რაგბიში ექვსი ერის გათამაშების ახალი სეზონი საფრანგეთისა და ირლანდიის მატჩით გაიხსნება.
პრესტიჟულ სარაგბო ტურნირზე ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი ოთხ თამაშს განსჯის, რომელთაგან ერთში მთავარი მსაჯი იქნება, სამში კი ასისტენტის ფუნქციებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქართველი მსაჯი სამ თამაშზე იყო დანიშნული, მაგრამ, worldrugby-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგმა არბიტრმა, პიერ ბრუსემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად 3 თებერვალს იტალიისა და ინგლისის მატჩზე პოლ ვილიამსს ნიკა ამაშუკელი დაეხმარება.
ნიკა ამაშუკელის მატჩების განრიგი ექვსი ერის ჩემპიონატზე:
3 თებერვალი, იტალია – ინგლისი | თანამსაჯი
10 თებერვალი, შოტლანდია – საფრანგეთი | თანამსაჯი
9 მარტი, ინგლისი – ირლანდია | მთავარი მსაჯი
16 მარტი, საფრანგეთი – ინგლისი | თანამსაჯი