ფრანგული ტოპ 14-ის მე-17 ტურში, სადაც „მონპელიე“ სტუმრად „პოს“ ხვდებოდა, მატჩის 46-ე წუთზე ქართველმა მორაგბემ კოტე მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო. როგორც „მონპელიეს“ ოფიციალური გვერდი იტყობინება, ქართველ მეორეხაზელს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი და ოპერაციის შემდეგ იგი სავარაუდოდ ექვსი თვე თამაშს ვერ შეძლებს.
მიმდინარე წლის ივნისში მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტიც ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებას არ გეგმავენ.
შეგახსნებეთ რომ „მონპელიე“ ჩემპიონატის გასულ ტურში სტუმრად „პოსთან“ 15:19 დამარცხდა.
გამოცდილი ქართველი მეორეხაზელი სავარაუდოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამხრეთ აფრიკულ ტურნეშიც დააკლდება.