გუშინ, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონ „ტოპ 14“-ში მოასპარეზე კლუბმა „მონპელიემ“ მომავალი სეზონითვის შემადგენლობა გამოაქვეყნა და გავიგეთ, რომ გუნდში აღარ ირიცხება მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც კლუბში 2016 წლიდან ასპარეზობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მორაგბე.
„მონპელიე“ მადლობას უხდის მორაგბეებს, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩვენს გუნდში აღარ ითამაშებენ და წარმატებას უსურვებს მათ. დიდი მადლობა ჯიმ ნაგუსას (203 თამაში), ფრანსუა შტეინს (102 თამაში), ბენჯამინ ფოლს (99 თამაში), ნემანი ნადოლოს (69 თამაში), კონსტანტინე მიქაუტაძეს (63 თამაში), ენზოო სანგას (53 თამაში) და კევინ კორანტს (29 თამაში),“ – წერს კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამასთან, გაირკვა, რომ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი მომდევნო სეზონში ორმა ქართველმა ბურჯმა – ლევან ჩილაჩავამ და მიხეილ ნარიაშვილმა გააგრძელეს. ამ ეტაპზე კვლავ „ესპუარის“ კონტრაქტი აქვთ გიგი ლეშკაშელს, ალექსი ჭიჭიაშვილს და გელა აფრასიძეს, თუმცა, სეზონის შეჩერებამდე გელამ ძირითად გუნდში არაერთი მატჩი ჩაატარა და „რასინგ“-ს ლელოც დაუდო. იგი გუნდის მეორე ცხრა ნორმად მოიაზრება და წესით მალე სრულ ხელშეკრულებასაც გააფორმებს.