რაგბი | მიხეილ შიოშვილმა საფრანგეთის TOP 14-ში სადებიუტო ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩამპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მე-20 ტურის მატჩები გაიმართა.

„ტულონი“ „პერპინიანს“ ესტუმრა და 20:36 დამარცხდა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში მიხეილ შიოშვილმა და ბექა გიგაშვილმა დაიწყეს, გიორგი ჯავახია კი შეცვლაზე შევიდა.

მიხეილ შიოშვილისთვის ეს მატჩი იმით გახდა ღირშესანიშნავი, რომ მან TOP 14-ში სადებიუტო ლელო მიითვალა – ქართველმა მორაგბემ თავი 50-ე წუთზე გამოიჩინა.

მასპინძელთა სასტარტო შემდგენლობაში იყო გიორგი თეთრაშვილი, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს.