რაგბი | მიხეილ ალანიას ლელო პლეი ოფში - „ორიაკმა“ საფრანგეთის მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბი ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) დასარჩენ პლეი ოფში „ორიაკმა“ ნაციონალ ლიგის გამარჯვებული „შამბერი“ 45:15 დაამარცხა და დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
გამარჯვებაში წვლილი ქართველმა მორაგბეებმაც შეიტანეს. „ორიაკის“ შემადგენლობაში მიხეილ ალანიამ და გიორგი ქართველიშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს, მე-10 წუთზე ალანიამ ლელო დადო და ორიაკელები 8:3 დააწინაურა. ალანია 33-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ქართველიშვილმა 47 წუთი ითამაშა.
„შამბერის“ სასტარტო შემადგენლობაში ლაშა ტაბიძე და ნუგზარ სომხიშვილი იყვნენ, ორივე მათგანი 48-ე წუთზე შეცვალეს – სომხიშვილის ნაცვლად მოედანზე გელა მურუსიძე შევიდა.