რაგბი | ლუკა პეტრიაშვილისა და რატი ზაზაძის ლელოები ზედიზედ მეორე მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზონში (PRO D2) 26-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინეს თავი „ნევერის“ ქართველმა ლეგიონერებმა – ლუკა პეტრიაშვილმა და რატი ზაზაძემ, რომლებმაც ამ ტურშიც მოახერხეს ლელოების დადება და „ნევერს“ „ბიარიცთან“ გასვლით მატჩში უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინეს – 41:38.

პეტრიაშვილმა ამ სეზონში მერვე ლელო მიითვალა, ხოლო ზაზაძის ანგარიშზე ორი ლელოა.

პეტრიაშვილი, ზაზაძე და ლაშა ფხაკაძე „ნევერის“ სასტრატო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ილია კაიკაციშვილი და ლუკა უნგიაძე შეცვლაზე შევიდნენ. „ბირიაცში“ კი გიორგი ნუცუბიძე სასტარტოში იყო და 53 წუთი ითამაშა.