რაგბი | ლუკა მატკავა საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

18:23, 19.10.2026

ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის მე-7 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა – რჩეულთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „იოონას“ მგეზავი ლუკა მატკავა მოხვდა.

„ოიონამ“ „ვალანს რომანსს“ უმასპინძლა და 51:25 დაამარცხა. მატკავამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ერთი ლელო დადო, 6 გარდასახვა და 3 საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და გუნდს 26 ქულა მოუტანა.

შვიდ ტურში მატკავას ანგარიშზე უკვე 106 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის PRO D2-ის მიმდინარე სეზონში პირველი მორაგბე გახდა, ვინც 100-ქულიანი ნიშნული გადალახა.

მსგავსი