რაგბი | ლუკა გოგინავა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
რაგბი | ლუკა გოგინავა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) პირველი წრე დასრულდა. გამოცემა PRO D2 News-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ქართველი ბურჯი ლუკა გოგინავა მოხვდა.

პირველ წრეში გოგინავამ „მონ დე მარსანის“ მიერ ჩატარებული 15 თამაშიდან 14-ში ითამაშა და ერთი ლელო დადო.

„მონ დე მარსანი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში პრველი წრის შემდეგ 18 ქულით მე-14 ადგილზეა.