რაგბი | ლუკა გოგინავას პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მე-9 ტურის მატჩები გაიმართა, რომელსაც „ქართული“ ლელოს გარეშე არ ჩაუვლია.
„ბეზიემ“ საკუთარ მოედანზე „გრენობლი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 25:27 დამარცხდა.
მასპინძელთაგან თავი ლუკა გოგინავამ გამოიჩინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი ლელო მიითვალა.
„ბეზიე“ ცხრა ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.