რაგბი | ლევან მაისაშვილმა უელსის ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ნეომბრის ტესტების მესამე მატჩს კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ თამაშისთვის „ბორღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა.
გუნდში ორი ცვლილებაა. სამოასთან ტვინის შერყევა მიიღო და უელსთან თამაშს ტოვებს აკა ტაბუცაძე, მის ნაცვლად ძირითადში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. მესამე ხაზში – შერკინების შემკვრელად თორნიკე ჯალაღონია დაბრუნდა, შესაბამისად, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ფლანკერები იქნებიან.
საქართველოს ნაკრები
ხაზი – 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 16 კეპი, 28 ქულა), 14. მირიან მოდებაძე („შავი ლომი“, 20 ქულა, 45 ქულა), 13. დემე თაფლაძე („შავი ლომი“, 20 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, 89 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 102 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“, 37 კეპი, 302 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 69 კეპი, 73 ქულა);
შერკინება – 1. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგი“ 92, 34 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“, 25 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე („პო“, 4 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“, 41 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“, 76 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე („ლიონი“, 30 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა გორგაძე („პო“, 38 კეპი, 55 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 17 კეპი, 20 ქულა);
მარქაფა – 16. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“, 92 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე („შავი ლომი“, 4 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (1 კეპი, 5 ქულა); 19. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“, 4 კეპი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (“შავი ლომი“, 4 კეპი); 21. ლუკა მატკავა („შავი ლომი“, 1 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (“შავი ლომი“, 92 კეპი, 53 ქულა), 23. ლაშა ლომიძე („შავი ლომი“, 2 კეპი).
ლევან მაისაშვილი – „უელსი ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რაც მათი მხრიდან პატივისცემის ნიშანია. ისინი ჩვენგან ძლიერ წინააღმდეგობას ელოდებიან, რაც ჩვენთვის პატივი და შესაძლებლობაა. შეკრების მესამე კვირაა და ვარჯიშების მოცულობა შედარებით ნაკლები გვქონდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, რამდენიმემ კი სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მომავალი თამაშისთვის მზად ვართ და მოუთმენლად ველით მის დაწყებას“.
ბექა გორგაძე – „უელსს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, განსაკუთრებით შერკინებაში, რომ რაქებში შეგვაწუხებენ და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. სხვა მხრივ წნეხი არ გვაქვს და ვეცდებით მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ“.